უკრაინული გადამყვანის „Yanair“-ის არარეგულარული (ჩარტერული) თვითმფრინავი, რომელიც ბარსელონაში მიფრინავდა ოდესის აეროპორტში ავარიულად დაეშვა. შემთხვევა დღეს მოხდა.
"თვითმფრინავი რეისს ოდესიდან ბარსელონას მიმართულებით ასრულებდა. ის საფრენი ბილიკიდან აფრინდა, თუმცა მალევე ექსტრემალურად დაჯდა ოდესის აეროპორტში. ბორტზე ასამდე მგზავრი იმყოფებოდა“ - ნათქვამია ანგარიშში.
როგორც კომპანიის წარმომადგენლები აღნიშნავენ, მგზავრები სახლში დაბინავდნენ, ხოლო ქალაქის სტუმრები სასტუმროებში მოთავსდნენ. მათ საკვები პროდუქტები მიუტანეს და ელოდებიან გაფრენის შესახებ ახალ ინფორმაციას.
გადამყვანი კომპანიები მგზავრების ბარსელონაში გადაფრენის ღონისძიებებს განიხილავენ.
კომპანია თვითმფრინავის ავარიულად დაშვების შესახებ კომენტარს არ აკეთებს.