თარიღი    დრო

დაიწერება ათჯერ მეტი „საიდუმლო სირობა" - ერეკლე დეისაძე

საქართველო, თბილისი - 23:12 05.22.2018 666

ჩემ შემთხვევაში არის პირდაპირი გამოწვევა, რომელსაც სინანულით, მაგრამ მაინც ღიმილით ვხვდები, - თქვა მწერალმა ერეკლე დეისაძემ ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ეთერში იმ კანონპროექტს ეხმაურება, რომელიც ხელოვანებს სხვისი გრძნობების შეურაცხყოფას უკრძალავს

„ჩემ შემთხვევაში არის პირდაპირი გამოწვევა, რომელსაც სინანულით, მაგრამ მაინც ღიმილით ვხვდები. იმიტომ რომ ძალიან სამწუხაროა, რომ ჩვენი რესურსი ასეთ მარტივ რაღაცეებში  იფლანგება, როგორიცაა ცენზურა, როგორიცაა სიტყვის თავისუფლება,  ადამიანის ფუნდამენტური უფლებები, მაგრამ მოცემულობა გვაქვს ასეთი. თვითონ არიან მაპროვოცირებლები ამ ყველაფრის იმიტომ, რომ დაიწერება ათჯერ მეტი „საიდუმლო სირობა“, უფრო მეტი ადამიანი იგრძნობს თავს შეურაცხყოფილად. მაგრამ ასეთი ტერიმინი, რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა ჩემთვის ბოლომდე გასაგები არ არის. მე პოლიტიკური გრძნობებით ვარ შეურაცხყოფილი  მსგავსი კანონებით და რა ვქნა, ვის მივმართო. როდესაც ამ კუთხით სახელმწიფო გვევლინება როგორც მთავარი ცენზორი და გვეუბნებიან რომ ეს იყო მუხლში და ჰარმონიზაცია ხდება  და აღმასრულებელი სახით მოგვევლინა სასამართლო, ყოვლად დაუშვებელია. სასამართლოს მიმართ არსებობს სრულიად ლეგიტიმური კითხვები მისი დამოუკიდებლობის მიმართ. შესაბამისად, ეს არის დამატებითი ინსტრუმენტი ხელისუფლების ხელში, რომელსაც ის გამოიყენებს მისთვის არასასურველი ადამიანების წინააღმდეგ.

ეს გამოიწვევს დამატებით უფრო მეტ აგრესიას. ეს უკვე პირად სივრცეში შემოჭრაა, რომელიც საბჭოთა კავშირში არ გაუვიდათ. ჩვენ გვაყვდა ცისფერყანწელები, რომელიც ამ იდეას შეეწირნენ“, - თქვა ერეკლე დეისაძემ. 

მმართველი გუნდის ინიციატივით, "კულტურის შესახებ" საქართველოს კანონსა და "სამოქალაქო საპროცესო კოდექსში" ცვლილებები შევა, სასამართლოს შეეძლება, აკრძალოს შემოქმედებითი ნაწარმოების გავრცელება, თუ ის სხვა ადამიანის უფლებებს და კანონიერ ინტერესებს ლახავ




Tavdacva

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)


arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 85.4%
შემცირდა 11.7%
არ შეცვლილა 2.9%