21-22 მაისს თბილისში სასტუმრო რედისონში, ქართულ ინტერნაციონალური სამედიცინო და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ასოციაცია და "სამედიცინო კორპორაცია ევექსი" საქართველოს მასშტაბით რიგით მე-3-ე საერთაშორისო სამედიცინო კონფერენციას გამართავენ. სპეციალურად ამ კონფერენციისთვის საქართვლოში ჩამოდის ევროპაში მოღვაწე წარმატებული ქართველი ექიმების გუნდი, კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ ჰოლანდიის, გერმანიის, დანიის, ისრაელის, საფრანგეთის და დიდი ბრიტანეთის წამყვანი სამედიცინო კლინიკების უმაღლესი დონის ექიმები.
წლევანდელ კონფერენციაზე ქართველი და უცხოელი ექიმები ერთამენთს ონკოლოგიის, ნევროლოგიის, პედიატრიის და მედიცინის სხვა დარგების კლინიკურ მიღწევებში გამოცდილებას გაუზიარებენ.
ქართულ ინტერნაციონალური სამედიცინო საზოგადოებრივი ჯანდაცვის ასოციაცია (GIMPHA) 2012 წელს შეიქმნა და ის ევროპაში მოღვაწე ქართველ ექიმებს აერთიანებს.