8 აგვისტოს ბელგრადში უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სერბეთის პრემიერ-მინისტრ ჯურო მაცუტს შეხვდა.
ზელენსკის თქმით, შეხვედრაზე მან სერბეთის მთავრობის ხელმძღვანელს რუსეთის მიერ განხორციელებული სარაკეტო და დრონებით დარტყმების შედეგებზე, მათ შორის, ღამით განხორციელებულ მორიგ მასშტაბურ თავდასხმაზე, მიაწოდა ინფორმაცია.
„დეტალურად განვიხილეთ ერთობლივი ეკონომიკური და ლოგისტიკური პროექტები: დუნაის დერეფნის განვითარება და უკრაინას, დასავლეთ ბალკანეთსა და ევროკავშირს შორის კავშირების გაძლიერება“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
შეხვედრაზე ასევე განიხილეს მოახლოებული ზამთრისთვის მზადება. ზელენსკიმ სერბეთს მადლობა გადაუხადა უკრაინის ენერგეტიკის მხარდასაჭერად 2 მილიონი ევროს გამოყოფის გადაწყვეტილებისთვის.
მხარეებმა უკრაინის აღდგენაში სერბეთის მონაწილეობაზეც ისაუბრეს. ზელენსკიმ სერბეთს მადლობა გადაუხადა მზადყოფნისთვის, შეუერთდეს უკრაინის ერთ-ერთი დაზიანებული ქალაქის აღდგენას.