„პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი დავით თარხან-მოურავი აცხადებს, რომ სამშაბათიდან აქციები არ იქნება ასეთი მშვიდი და წყნარი.
„მათ თუ ბრძოლა და ჩხუბი უნდათ, ყველაფერი იქნება - ჩხუბიც, ბრძოლაც და ყველაფერი ის რაც სააკაშვილის დროს იყო. არავის მივცემთ უფლებას რომ მოახდინოს ხელისუფლების უზურპირება. 2016 წლის არჩევნები უკვე დღეიდან ყალბდება. ჩვენ არავის მივცემთ საშუალებას რომ აქ ახალი დიქტატურა ჩამოყალიბდეს“ - ეს განცხადება „პატრიოტთა ალიანსის“ თავმჯდომარემ, დავით თარხან მოურავმა გუშინ, საზოგადოებრივი მაუწყებლის მეორე არხზე, თოქ-შოუ „არგუმენტების დროში“ გააკეთა
შეგახსენებთ, რომ "პატრიოტთა ალიანსის" წევრები რამდენიმე დღეა მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან და სხვადასხვა რეგიონებში შიმშილობენ.
ისინი საგარეჯოში ჩატარებული შუალედური არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ და მოითხოვენ თავდაცვისა და გარემოს დაცვის მინისტრების გადადგომას.