თსუ-ს წინ კვლავ კარვები გაიშალა. მომიტინგეები ღამის გათენებას გეგმავენ.
ცოტა ხნის წინ ეს ტერიტორია პოლიციას ჰქონდა დაკავებული, თუმცა, ხალხის რაოდენობის გამო ადგილი გაათავისუფლეს.
შეგახსენებთ, საპოლიციო ძალებმა აქციის მონაწილეების დაშლა 19 ნოემბერს, დილის 07:00 საათზე დაიწყეს.
პოლიციამ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის მიმდებარე ტერიტორია მომიტინგეებისგან გაათავისუფლა, რომელიც 17 ნოემბრიდან იყო გადაკეტილი.