საკანონმდებლო ორგანოში დღეს ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართება. სხდომაზე დეპუტატები კომიტეტის მიერ თბილისის მერიის "სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის" მიმართ გაცემული რეკომენდაციების შესრულების მიმდინარეობას მოისმენენ. დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, კომიტეტის წევრები განიხილავენ, რა პრობლემები აქვს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრს და მათ სამომავლო გეგმებზე იმსჯელებენ.