თარიღი    დრო

ილჰამ ალიევმა ივანიშვილთან შეხვედრაზე უარი თქვა და კალაძე ამხილა

საქართველო, თბილისი - 18:14 11.07.2015 56349

აზერბაიჯანული მედია საქართველოში ილჰამ ალიევის ვიზიტს ეხმიანება და ქვეყნის ვიცე-პრემიერის კახა კალაძისა და ფაქტობრივი მმართველის,  ბიძინა ივანიშვილის მიერ, აზერბაიჯანულ გაზთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებების პოლიტიკურ მოტივებზე საუბრობს.

haqqin.az-ი გამოქვეყნებულ მასალაში აღნიშნავს, რომ ილჰამ ალიევმა არაკეთილმოსურნეებს საკადრისი პასუხი გასცა.

გამოცემა ყურადღებას ამახვილებს ენერგეტიკის მინისტრის განცხადებებზე - ძვირ აზერბაიჯანული გაზსა და იმაზე, რომ აზერბაიჯანს გაზი არ ჰყოფნის. აღნიშნულის საპასუხოდ, ავტორს ილჰამ ალიევის სიტყვები მოჰყავს - აზერბაიჯანს 100 წლის განმავლობაში შეუძლია უზრუნველყოს გაზით მეზობლები და ევროპა.

გამოცემას შემთხვევით გარემოებად არ მიაჩნია კალაძის აზრების ცვლილებები იაფიდან  არასაკმარის ბუნებრივ აირამდე და წერს, „თქვენ ფიქრობთ რომ ეს შემთხვევითია?“.

„რა თქმა უნდა, არ გამოვრიცხავთ, რომ პოლიტიკური შემადგენელი, ამ შემთხვევაში, მთავარ როლს თამაშობს, რაზეც დღეს საუბრობს და წერს ყველა. ამის დამადასტურებელია, ილჰამ ალიევის საქართველოში ვიზიტისას საქართველოს რეალური „ხაზიაინის“, ბიძინა ივანიშვილის არყოფნა. რამდენიმე დღის წინ კი მას უარი არ უთქვამს გულთბილად შეხვედროდა ჩვენი არამეგობარი ქვეყნის, სომხეთის ლიდერს. იმას კი ნუ იფიქრებთ, რომ მან (ივანიშვილმა. რედ) არ მოინდომა პირისპირ შეხვედრა აზერბაიჯანის პრეზიდენტთან,  პირიქით - ილჰამ ალიევმა არ მოისურვა შეხვედრა ბიზნესიდან გამოსულ ამ მრავალსახოვან პოლიტიკოსთან, რომელიც ამბობს ერთს და აკეთებს მეორეს“, - წერს გამოცემა.

გამოცემა კალაძის ქმდებებსა და განცხადებებში პოლიტიკურთან ერთად სხვა შემადგენელსაც ხედავს და აღნიშნავს, რომ არ არის გამორიცხული კალაძეს საკუთარი ცოდვების დამალვა სურდეს. საუბარია, ახალი თბოელქტროსადგურის გაზით მომარაგებაზე, რომლისთვისაც ბუნებრივი აირის მისაწოდებლად კონტრაქტის გაფორმება ენერგეტიკის მინისტრს "დაავიწყდა" და ახლა ვითარებიდან თავის დაღწევას ცდილობს.




konfliqtebi

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)

13:39 გრანდიოზული საახალწლო საჩუქარი ზედაზენისგან - RC COLA - ს და RC Q უპრეცედენტო გათამაშება დაიწყო

17:31 ონლიაინ საკრედიტო სტარტაპი ID Finance-ი მომავალ წელს 100 მლნ დოლარის მოკრებას გეგმავს

16:28 “ელიტ ელექტრონიქსი“ მომხმარებელს უპრეცედენტო ფასდაკლების აქციას სთავაზობს

12:12 ხაშურში მომხდარ ავარიას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

10:23 „ელიტ ელექტრონიქსისში“ კონდიციონერებზე ფასდაკლება დაიწყო

16:32 კონსტიტუციიდან 94-ე მუხლის ამოღებას მხარს ვუჭერთ - სავალუტო ფონდის წარმომადგენელი

12:40 94-ე მუხლი არც ნორმალურია და არც მისაღები - ბიზნესმენი დევიდ ლი

14:35 ელიტ ელექტრონიქსი მაღაზიათა ქსელს აფართოებს



arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 83.7%
შემცირდა 13.3%
არ შეცვლილა 3%