ჯანდაცვის მინისტრმა პედიატრი ავთანდილ კვეზერელი - კოპაძე ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით დააჯილდოვა. 65 - წლიანი საქმიანობის განმავლობაში ექიმმა-პედიატრმა მილიონობით ბავშვს უმკურნალა და არაერთი სამეცნიერო ნაშრომი გამოსცა. ავთანდილ კვეზერელი მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, პედიატრიის ინსტიტუტის ბავშვთა ჰემატოლოგიური განყოფილების ხელმძღვანელი, ღირსების ორდენის კავალერია.