60-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის ვადა ორშაბათს იწურება, თუმცა აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ირანის ბირთვული იარაღის შექმნის ამბიციის შეჩერების საკითხზე პოზიცია უცვლელია. მან Fox News-თან განაცხადა, რომ ირანის "ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსთან" სამშვიდობო მოლაპარაკებების ფარული არხი არსებობს.
„მათ კაპიტულაციის თეთრი დროშა უნდა აღმართონ“, - განაცხადა ტრამპმა და დაადასტურა ინფორმაცია "ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსთან" ფარული მოლაპარაკებების შესახებ, რომლებიც შუამავლებისა და ირანის პოლიტიკური წარმომადგენლების გვერდის ავლით მიმდინარეობს.
მიუხედავად იმისა, რომ 60-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის ვადა ორშაბათს იწურება, ტრამპის თქმით, მშვიდობისთვის და ირანის მიერ მისი მთავარი მოთხოვნის შესრულებისთვის ჯერ კიდევ არის დრო.
„მთავარი მიზანი არის და ყოველთვის იქნება ის, რომ ირანს არავითარ შემთხვევაში, არანაირი ფორმითა თუ გზით, არ ჰქონდეს ბირთვული იარაღი“, - დაწერა მან Truth Social-ზე Fox News-თან ინტერვიუს პარალელურად.