,,საქართველოს ევროპული ინტეგრაცია ერთი პოლიტიკური ძალის, ლიდერის, ერთი ეპოქის მონაპოვარი არ არის", _განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა "აღმოსავლეთ პარტნიორობა - გზა ვილნიუსის სამიტის შემდეგ", კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას.
უსუფაშვილის განმარტებით, საქართველოს ევროპულ ინტეგრაციაში დიდი წვლილი შეიტანა ყოფილმა პრემიერმა ზურაბ ჟვანიამ.
,,ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი თემები და საკითხები ის რაც ჩვენს ქვეყანას, ხალხს აღელვებს ეს არის ისტორიული პროცესი, რომელშიც ბედი გვარგუნებს ხოლმე ბედნიერებას, რომ ჩვენი აგური დავდოთ ამ საქმეში. ამიტომ საქართველოს ევროპული ინტეგრაცია და გზა ევროპისკენ, ეს არ არის რომელიმე ერთი პოლიტიკური ძალის, ერთი რომელიმე ლიდერის, ერთი ეპოქის მონაპოვარი, ეს არის გზა რომელიც გრძელდება, რომლის წარმატებაში სერიოზული წვლილი შეიტანა ზურაბ ჟვანიამ, რომელიც გრძელდება და რომლის მნიშვნელოვანი გამოვლინება იყო საქართველოს პრეზიდენტის მიერ ვილნიუსში ასოცირების ხელშეკრულების პარაფირება", _განაცხადა უსუფაშვილმა.