კიევში ლუტერანისა და ბანკის ქუჩების კუთხეში, პრეზიდენტის ადმინისტრაცის შენობასთან დემონსტრანტები ბარიკადებს აწყობენ. მიმდნარედ განლაგებული სამთავრობო დაწესებულები კი ბლოკირებულია.
ადმინისტრაციას მილიციის რამდენიმე კორდონი იცავს. მიმდებარედ სხვადასხვა ადგილებში დემონსტრანტები პლაკატებს კიდებენ.
უკრაინული მედის ინფორმაციით, პრეზიდენტის ადმინისტრაცის მიმდებარედ ყველა მისასვლელთან განლაგებულია მილიციის ავტობუსები.
ევრომაიდანზე მიმდინარე აქციაზე, ოპოზიციის ლიდრებმა გააკეთეს მოწოდება იმ კვარტალების ბლოკირების შესახებ, სადაც სამთავრობო დაწესებულებებია განლაგებული.
ოპოზიცის ერთ-ერთმა ლიდერმა ალექსანდრე ტურჩინოვმა განაცხადა, რომ ბლოკირებული დაწესებულებების რაოდენობა ყოველდღიურად გაიზრდება.