ვლადიმერ პუტინისა და ვიქტორ იანუკოვიჩის შეხვეედრაზე სოჭში, უკრაინის საბაჟო კავშირში გაწევრიანების საკითხი არ განხილულა. განცხადება ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა გააკეთა.
„რუსეთის და უკრაინის პრეზიდენტებმა სოჭში გამართულ შეხვედრაზე ორმხრივი სახელმწიფოთაშორისი კომისიის დღის წესრიგი განიხილეს, რომლის სხდომაც მოსკოვში 17 დეკემბერს უნდა გაიმართოს. საკითხი უკრაინის საბაჟო კავშირში შესვლის შესახბე არ განხილულა", _ განაცხადა პესკოვმა.
შეგახსენებთ, რომ „The Economist"-ის რედაქტორმა ედუარდ ლუკასმა სოციალურ ქსელ „ტვიტერში" თავის გვერდზე დაწერა, რომ უკრაინის პრეზიდენტმა ვიქტორ იანუკოვიჩმა რუსეთთან სტრატეგიულ შეთანხმებას მოაწერა ხელი, რომელიც საბაჟო კავშირში გაწევრიანების ვალდებულებას ადასტურებს. ამის შესახებ ლუკასმა სოციალურ ქსელ „ტვიტერში" თავის გვერდზე დაწერა. ლუკასი საკუთარ წყაროებს ეყრდნობა, თუმცა თავად ჯერ ეს ინფორმაცია არ გადაუმოწმებია.
„გავიგე, რომ იანუკოვიჩმა დღეს რუსეთთან სტრატეგიულ შეთანხმებას მოაწერა ხელი, რომელშიც შედის 5 მილიარდი, მათ შორის წინასწარი გადახდით, გაზზე ფასი 200 დოლარი და პლიუს შეთანხმება საბაჟო კავშირში გაწევრიანების შესახებ", - წერს თავის გვერდზე ლუკასი.
მისივე თქმით, ამას გარდა, იანუკოვიჩი პუტინისგან 15 მილიარდ აშშ დოლარს მიიღებს. ა,მ შეთანხმების დეტალები მოსკოვში შეიმუშავეს. „დასავლური მთავრობები შოკირებულნი არიან" - წერს ლუკასი.
„ამასთან დაკავშირებით" - წერს ლუკასი - „რუსეთის პრეზიდენტის მხრიდან მოსალოდნელია დემონსტრაციული ქმედება ხელმოწერასთან დაკავშირებით, და ძალიან ხისტი რეაქცია (დარბევა, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება) უკრაინაში.