ჩრდილოეთ ევროპას ძლიერმა შტორმმა შეუტია. როგორც ბი-ბი-სი იტყობინება შტორმმა გზებზე ქაოსი და სანაპირო რაიონების დატბორვა გამოიწვია.
ათობით ავირეისი გადაიდო ნიდერლანდებში, გერმანიაში, შოტლანდიაში. როგ ქვეყნებში კი შეწყდა სარკინიგზო მიმოსვლა.
დაიკეტა ევროპის ყველაზე დიდი ხიდი, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს დანიას და შვედეთს. ათობით ათასი სახლი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.
შოტლანდიაში ქარის სიჩქარემ 228 კმ/სთ შეადგინა. ედინბურგთან ახლოს დაიღუპა მძღოლი, რომლის სატვირთო ავტომანქანა ქარმა გადააბრუნა. ამ დროისთვის სულ ოთხი დაღუპულის შესახებ ვრცელდება ინფორმაცია.
ინგლისში ნოტინგენპშიროს საგრაფოში დაიღუპა ერთი ადგილობრივი მცხოვრები, რომელიც ქარის მიერ მოგლეჯილი ხის ქვეშ მოყვა.
შვედეთის სანაპიროდან 22 კმ-ში გემის გემბანიდან ორი მეზღვაური წყალმა გადააგდო. სამაშველო სამსახურმა მათი მოძებნა ვერ შეძლო.