უკრაინის პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი, გუშინ სოჭში, რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს შეხვდა.
სახელმწიფოს მეთაურებმა განიხილეს სავაჭრო-ეკონომიკური საკითხები, თანამშრომლობა ეკონომიკის სხვადასხვა სფეროებში და გასაფორმებელი სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულება", -იტყობინება უკრაინის პრეზიდენტის პრესსამსახური.
იანუკოვიჩი სოჭში ჩინეთიდან ჩაფრინდა, სადაც სამდღიანი ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა.
კიევსა და უკრაინის სხვა ქალაქებში კი ქვეყნის პრეზიდენტისა და მთავრობის გადადგომას ითხოვენ. უკრაინის პრემიერ-მინისტრმა ნიკოალი აზარაოვმა განაცხადა, რომ პრეზიდენტის გადადგომას ქვეყნის კონსტიტტუცია არ ითვალისწინებს და ოპოზიცის ეს მოთხოვნა აბსურდულია.