უკრაინის ექს-პრემიერი იულია ტიმოშჩენკო ევრომაიდანის თხოვნით დღეს შიმშილობის აქციას შეწყვეტს. უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ხარკოვის საავადმყოფოსთან მოწყობილ ბრიფინგზე ტიმოშჩენკოს შვილმა ევგენია ტიმოშჩენკომ განაცხადა. მას საავადმყოფოში დედა მოინახულა.
მან აღნიშნა, რომ იულია ტიმოშჩენკოს ევრომაიდანზე შედგენილი პეტინიცია გადასცა, რომელშიც იყო თხოვნა შიმშილობის შეწყვეტისა და თავისი ჯანმრთელობისა და სიცოცხლის შენარჩუნების შესახებ.
„მან განაცხადა, რომ ხალხის თხოვნის ხათრით, ვინაიდან ის მათი სოლიდარობისათვის შიმშილობდა ის დღეს შიმშილობას შეწყვეტს", _ განაცხადა ევგენია ტიმოშჩენკომ და აღნიშნა, რომ მისი დედის მდგომარეობა კრიტიკულია - ის დამოუკიდებლად ვერ გადაადგილდება.
შეგახსენებთ, რომ იულია ტიმოშჩენკომ შიმშლობა 25 ნოემბერს დაიწყო.