პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი თვითმმართველობის კოდექსთან დაკავშირებით პატრიარქის პოზიციას ეხმიანება. როგორც საკითხის კომენტირებისას უსუფაშვილმა განმარტა მალე პატრიარქი დაინახავს, რომ თვითმმართველობის კოდექსით საქართველოს ერთიანობას საფრთხე არ ექმნება.
" ვინმე თუ ისე წარმოაჩენს ვითარებას, რომ თვითმმართველობის კოდექსის შემოღებით საქართველოს ერთიანობას საფრთხე ექმნება, მაშინ მისი უწმინდესობის შეშფოთება ბუნებრივია, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ მალე ყველა მათ შორის, პატრიარქი დაინახავს, რომ მსგავს არაფერზეა საუბარი და ჩვენ გვინდა, რომ დემოკრატიზაციის გზაზე მაქსიმალურად წინ წავიდეთ", _განაცხადა უსუფაშვილმა.
მისივე განმარტებით, პატრიარქთან შეხვედრისას თვითმმართველობის კოდექსზე საუბარი არ ყოფილა.
,,მე ნამდვილად შევხვდი მის უწმიდესობას, მაგრამ არა ამ საკითხზე, უბრალოდ დრო დაემთხვა ისე, რომ როცა ჩვენი შეხვედრა იყო დანიშნული პატრიარქის პოზიციის გასაჯაროებაც ამ დღეს მოხდა. მინდა, გითხრათ, რომ ამ თემაზე უწმინდესობას ჩემთვის არაფერი უთქვამს და არც მე არაფერი მითქვამს მისთვის, რადგან პატრიარქის მსგავსი პოზიციის თაობაზე არაფერი ვიცოდი", - განაცხადა უსუფაშვილმა