დღეს სოჭში უკრაინის პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს შეხვდება. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
„უკრაინის პრეზიდენტი ჩინეთიდან სამუშაო ვიზიტს სოჭში განახორციელებს, სადაც თავის რუს კოლეგას ვლადიმე პუტინს შეხვდება და მოლაპარაკებებს გამართავს", -წერს უკრაინული მედია.
შეგახსენებთ, რომ ასევე უკრაინული მედიის ინფორმაციით ბოლო პერიოდში იანუკოვიჩი და პუტინი ერთმანეთს უკვე ორჯერ შეხვდდნენ - 27 ოქტომბერს და 9 ნოემბერს.
მასალის გამოყენების პირობები