მაიდანზე მიმდინარე მიტინგზე აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ვიქტორია ნულანდი მივა. განცხადება ამის შესახებ ფრაქცია „ბატკივშინა"-ს ლიდერმა არსენი იაცენიუკმა ბრიფინგზე გააკეთა.
„დღეს ჩვენთან მაიდანზე აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილე მოვა",_ განაცხადა იაცენიუკმა და აღნიშნა, რომ დღესვე ოპოზიცია შეხვედრებს ჩაატარებს სხვა და სხვა ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან.
„დღეს ჩვენ რამდენიმე შეხვედრა გვაქვს, მათ შორის შვედეთისა და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრებთან", - აღნიშნა არსენი იაცენიუკმა.