რუსეთიდან ქართველების დეპორტაციას არ გამოვრიცხავ, - აცხადებს
გაზეთ "პრემიერისთვის" მიცემულ ინტერვიუში უშიშროების ყოფილი მინისტრი ვალერი ხაბურძანია. მისივე თქმით, გზა პარაფირებიდან ხელმოწერამდე რთული იქნება და არამხოლოდ რუსული გამოწვევების გამო, ევროპული მოთხოვნები და ვალდებულებები იმდენად რთული იქნება, აუცილებლად გამოიწვევს მოსახლეობის უკმაყოფილებას, თუ არ იქნა ევროპული დოტაცია იმპლემენტაციისთვის.
"რუსეთიდან ქართველების დეპორტაციას არ გამოვრიცხავ. ვინც უკანონოდ იმყოფება, იმათ მიმართ შეიძლება გამკაცრდეს. ამას წინათ აზერბაიჯანელებს დაერივნენ, მანამდე ტაჯიკებს. ისე, არ დაგვავიწყდეს და ევროკავშირმა მოგვთხოვა არალეგალების გაყვანა ევროპიდან. სტატისტიკისთვის, იმ `დეპორტაციის~ დროს 4 ათასამდე კაცის დეპორტი მოხდა და სულ 5 ათასამდეა დეპორტირებული, მაშინ როცა თურქეთიდან ეს რიცხვი რამდენადმე მეტია. ასევე, შესაძლოა, რუსეთმა თავის კაპიტალურ მონაწილეობასაც გადახედოს საქართველოში და მოიშოროს ნაკლებად ეფექტური აქტივები, რაც საქართველოში აქვს, სხვანაირად ისინი მძევლის მდგომარეობაში არიან", - განაცხადა ხაბურძანიამ.