პარტია „ბატკივშინა"-ს ლიდერი არსენი იაცენიუკი აცხადებს, რომ პარლამენტი მანამ ვერ დაიწყებს მუშაობას ვიდრე მინისტრთა კაბინეტი არ გადადგება.
მისივე თქმით, ოპოზიცია, მანამ ვიდრე ეს მოთხოვნა შესრულებული არ იქნება რადის შენობის ბლოკირებას გაარძელებს. დღეს რადას სხდომა ჩაიშალა.
„ჩვენ მკაფიოდ განვაცხადეთ, რომ პარლამენტმა მთავრობა უნდა გადაყენოს. გუშინ რეგიონებმა და კომუნისტებმა, რომლებმაც რეგიონებიდან ფული აიღეს ამ გადაწყვეტილების მიღებას ხმა არ მისცეს. ამიტომ იმ მომენტამდე, ვიდრე მთავრობა რა გადადგება პარლამენტი არ იმუშავებს",_ განაცხადა იაცენიუკმა კიევში გამართულ ბრიფინგზე.
ამას გარდა, მან უკრაინაში მიმდინარე პოლიტიკური რეპრესიების შეჩერება მოითხოვა.