კიევში რადას შენობასთან უკრაინის პრეზიდენტის ვიქტორ იანუკოვიჩის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს. მასში მონაწილეობას 500 -ზე მეტი ადამიანი იღებს. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, ამ აქციის მონაწილეები პარლამენტის შენობასთან დამონტაჟებული სცენის ირგვლივ არიან შეკრებილნი.
მათ ხელში უკრაინის სახელმწიფო დროშები უჭირავთ.
ამავდროულად რადას შენობა მილიციის ავტომობილებით არის გარშემორტყმული.
უკრაინული მედია ასევე იუწყება, რომ ამავდროულად მაიდანზე ამ დროისათვის უკვე რამდენიმე ათასი ადამიანია შეკრებილი.
ყველა ახლომდებარე ქუჩა მილიციის მიერაა გადაკეტილი.