სახალხო დამცველის უჩა ნანუაშვილის განცხადებით, თომას ჰამარბერგს ახალი არაფერი არ უთქვამს, როგორც ჟურნალისტებთან სახალხო დამცველმა განმარტა, ქურდული სამყარო არსებობს და მისი ადგილი ციხეშია.
„ის, რომ ქურდული სამყარო არსებობს და მისი ადგილი პენიტენციალურ სისტემაში ეს ახალი არ არის და ამით ჰამერბერგს ახალი არაფერი არ უთქვამს"- განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ თომას ჰამერბერგის განმარტებით, არსებობს ინფორმაცია ციხეებში ქურდული ინსტიტუტების არსებობის შესახებ.