დღეს ჩვენ ყველანი უკრაინელები ვართ, ამ ქვეყნის ევროპული მისწარაფებებიდან გამომდინარე, აქ ორი აზრი არ არსებობს - ამის შესახებ განცხადება უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა ვიქტორ დოლიძემ "პრაიმტაიმის" პრესკლუბში, უკრაინის მოვლენებთან დაკავშირებით გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
"ჩვენ თანადგომას უცხადებთ უკრაინელ ხალხს, ისინი სახელმწიფოებრივად უდგებიან ევროკავშირთან ურთიერთობის საკითხს. რუსეთის ფაქტორი უკრაინასთან, დნესტრისპირეთთან არის სხვა , საქართველოსთან მიმართებაში კი აბსოლუტურად განსხვავებულია. რუსეთს ოკუპირებული აქვს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების 20%", - აცხადებს დოლიძე.