დილიდან უკრაინის მინისტრთა კაბინეტის შენობის ბლოკირება განახლდა. ყველა შესასვლელი გადაკეტილია. ადამიანების რაოდენობა მინისტრთა კაბინეტის შენობასთან თანდათან იზრდება.
ამავე დროს შენობასთან მისასვლელი თავის მხრივ ბლოკირებული აქვს სამარტალდამცავებსაც.
იქვეა რამდენიმე ტურისტული ავტობუსი, რომელშიც სეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენლები სხედან.
დღეს უკრაინის მთავრობის სხდომაა დაგეგმილი.
დემონსტრანტებმა ასევე გააკეთეს განცხადება იმის შესახებ, რომ ისინი აკონტროლებენ კიევის მერიისა და პროფკავშირების სახლის შესასვლელებს.