საიას თავმჯდომარის კახა კოჟორიძის განცხადებით, მთავრობამ ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში სამოქმედო გეგმაზე მუშაობისას ყურადღება უნდა დაუთმოს სასამართლო რეფორმის სწორად განხორციელების საკითხს.
„ყველა უფლება უნდა იყოს დაცული, მაგრამ არსებობს პრიორიტეტები რაზეც მეტი აქცენტი უნდა გაკეთდეს. პირველ რიგში ეს გახლავთ სამართლიანი სასამართლო, რადგანა სასამართლო არის მთავარი გარანტი ადამიანის უფლებების დასაცავად. თუ სამართლიანი სასამართლო იქნება ბევრი პრობლემა, რომელიც ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით გვაქვს ავტომატურად მოისპობა"- განაცხადა კოჟორიძემ.
მისივე განმარტებით, წინა პერიოდთან შედარებით, ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით სიტუაცია გაუმჯობესდა, თუმცა პრობლემები ჯერ კიდევ არსებობს.
„თუ ჩვენ შევადარებთ ორი წლის წინანდელ და ახლანდელ მდგომარეობას, ვფიქრობ ძალიან ბევრი მიმართულებით პროგრესი ნათე;ლია. თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ პრობლემები არ არსებობს. ცხადია პრობლემები არსებობს და ჩვენ ვგეგმავთ ამ მიმართულებით მუშაობას"- განაცხადა კოჟორიძემ, რომელიც ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებში საქართველოს მთავრობის სტრატეგიული გეგმის განხილვას ესწრება.