ექს-პრემიერი ვანო მერაბიშვილი სოციალურ ქსელში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ,,რაშა თუდეისთვის" მიცემულ ინტერვიუს აფასებს. როგორც მერაბიშვილი აცხადებს, ის ღარიბაშვილის ინტერვიუთი გაოცებულია.
,,გაოცებული ვარ საქართველოს ამჟამინდელი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ „რაშა თუდეისთვის" მიცემული ინტერვიუთი. ღარიბაშვილი აღნიშნავს, რომ შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე მისი მუშაობის დროს, პოლიციის რეიტინგი ორჯერ გაიზარდა. მინდა მას შევახსენო, რომ ბოლო ხუთი წლის მანძილზე, ყველა სანდო გამოკითხვის თანახმად, საქართველოს პოლიციის რეიტინგი მერყეობდა 80-90% ფარგლებში. შესაბამისად, მისი ორჯერ გაზრდა, თეორიულად შეუძლებელი იქნებოდა. კრემლის პროპაგანდისტულ არხებზე იაფფასიანი ტყუილების გავრცელების ნაცვლად, კარგი იქნებოდა, პრემიერ-მინისტრს კრიზისში მყოფ ქვეყნის ეკონომიკასა და გაზრდილ კრიმინალზე ეზრუნა", _აცახდებს მერაბიშვილი.