3 დეკემბერს, 18:00 საათზე, მწერალთა სახლში ციკლიდან „მთარგმნელები მწერალთა სახლში" დალი ფანჯიკიძესთან შეხვედრა გაიმართება.
მკითხველთან შეხვედრისას მთარგმნელი ისაუბრებს თარგმნის ხელოვნებაზე, მის მიერ თარგმნილ ავტორებსა და წიგნებზე.
დალი ფანჯიკიძე თომას მანის რომანების პირველი მთარგმნელია საქართველოში. მის მიერაა თარგმნილი თომას მანის „ჯადოსნური მთა", „ბუდენბროკები", მაქს ფრიშის ორი რომანი, გრიგოლ რობაქიძის „ქალღმერთის ძახილი" და ბევრი სხვა. მისი ერთ-ერთი პირველი თარგმანი ჰენრიხ ბიოლის მოთხრობა იყო. გარდა თავად თარგმანებისა, დალი ფანჯიკიძეს ეკუთვნის რამდენი შრომა თარგმანის ხელოვნებაზე, ერთ-ერთი მათგანია „ქართული თარგმანის ისტორიის საკითხები"