უკრაინის ოპოზიციამ ხელისუფლებასთან მოლაპარაკების პირობები გაახმოვანა. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.
ოპოზიციას მოლაპარაკებები პირდაპირ უკრაინის პრეზიდენტთან სურს საერთაშორისო შუამავლების მონაწილეობით. მოლაპარაკებები მათი თქმით ღია და საჯარო უნდა იყოს.
ამასთად ერთად, პირობების მიხედვით, იმ მომენტამდე, ვიდრე დემონსტრანტებზე თავდამსხმელი სამართადლდამცავები არ დაისჯებიან მოლაპარაკებების გამართვა შეუძლებელი იქნება.
განცხადება ამის შესახებ პარტია „ბატკივშინას" დეპუტატმა ნიკოლაი ტომენკომ გაკეთა. მისივე თქმით, ხვალ უმაღლესი რადის ოპოზიციური პარტიები აქციის მონაწილეებს რადაში დაპატიჟებენ, იმისათვის რათა მათ ხელი შეუწყონ მთავრობის გადადგომისა და მაიდანზე აქციის დარბევის ბრძანების გამცემთა პასუხისმგებლობის დაყენების საკითხების დაყენებას.