უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ევროინტეგრაციის მხარდაჭერისათვის უკრაინის გენერალურ კონსული სტამბულში ბოგდან იარემენკო გაათავისუფლა. განცხადება ამის შესახებ სოციალულ ქსელში თავად გენკონსულმა გააკეთა.
იარემენკო წერს, რომ მას გადასცეს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის ლეონიდ კოჟარას მიერ ხელმოწერილი წერილი მოთხოვნით 2013 წლის 7 დეკემბრამდე დაასრულოს თავისი დიპლომატიური მოღვაწეობა და დაბრუნდეს სამშობლოში.
ბოგდან იარემენკომ ევრომაიდანის დაშლის შეფასებისას მიტინგის დარბევის მეთოდებს ფაშისტური უწოდა.
მასალის გამოყენების პირობები