რუსეთის „პირველი არხი" ევრომაიდანსა და იქ მიმდინარე ამბების შესახებ დეზინფორმაციას ავრცელებს. უკრანული მედიის ინფორმაციით, ტელეეთერით გადი სიუჟეტები იმის შესახებ თუ „როგორ სცემენ ევროუკრაინელები მილიციელებს".
„კიევის ცენტრში არეულობაა. ევროპელებად გახდომის მსურველები მილიციელებს ურტყამენ, იკავებენ სახელმწიფო დაწესებულებებს და საყოველთაო გაფიცვას აცხადებენ. ევროკომისარები მაიდანის ტრიბუნიდან ხელისუფლებისადმი დაუმორჩილებლობის მოწოდებებით გამოდიან", _ იუწყება რუსეთის „პირველი არხი" და აღნიშნავს, რომ ხელისუფლება შეკრებილებს მოუწოდებს კანონის ფარგლებში იმოქმედონ.
„მაგრამ ევროპელობის მსურველი უკრაინელები ხელისუფლების მოწოდებებს არ ემორჩილებიან. შაბათს ღამითაც მილიციის მოწოდებაზე დაშლილიყვნენ სპეცდანიშნულბის რაზმის წარმომადგებლების მიმართულებით ქვების წვიმა და ბოთლები წამოვიდა. ამის საპასუცოთ სპეციალური დანიშნულების ბატალიონის რაზმელებმა ძალა გამოიყენეს", - იუწყება „პირველი არხი".
მასალის გამოყენების პირობები