საპარლამენტო უმცირესობის ლიდერის დავით ბაქრაძის განცხადებით, უკრაინელმა ხალხმა არ უნდა დაკარგოს ევროპული პერსპექტივის იმედი და ბოლომდე იბრძოლოს მიზნის მისაღწევად. როგორც საკითხის კომენტირებისას ბაქრაძემ განაცხადა მნიშვნელოვანწილად საქართველოს ბედი უკრაინაში წყდება.
,,ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ უკრაინაში მოვლენები ნორმალურად მიდიოდეს. უკრაინელმა ხალხმა არ დაკარგოს ევროპის პერსპექტივა და მოხდეს ის რისთვისაც დღეს, ასი ათასობით ადამიანი ქუჩაში გამოდის. ასევე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ რუსეთს არ მიეცეს საკუთარი ზეწოლის საშუალებით უკრაინის ევროპისკენ იზოლირების გზა, რადგან დიდი ალბათობით რუსეთი ამას საქართველოშიც ეცდება. ამიტომ, შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს ბედი მნიშვნელოვანწილად წყდება უკრაინაშიც და მთელი გულით უკრაინას წარმატებას ვუსურვებ', _განაცხადა ბაქრაძემ.