კოალიცია ,,ქართული ოცნების" წევრის ვიქტორ დოლიძის განცხადებით საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილი ოლიმპიადასთან დაკავშირებით სწორი, გადაწყვეტილება მიიღო. როგორც საკითხის კომენტირებისას დოლიძემ ჟურნალისტებთან განმარტა სპორტი და რუსეთ-საქართველოს შორის ურთიერთობები ერთმანეთისგან უნდა განვასხვაოთ.
,,საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მიიღო აბსოლუტურად იმის თაობაზე, რომ საქართველოს მთავრობა სოჭის ოლიმპიადას არ დაესწრება. ამავე დროს. ჩვენი სპორტსმენები როგორც ახლა ცნობილია ოლიმპიადაში მონაწილეობას მიიღებენ. ჩვენ უნდა ვიცოდეთ ერთი რამ, სპორტი არის სპორტი, ოლიმპიადა არის ოლიმპიადა და ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობები აბსოლუტურად სხვა საკითხია", _განაცხადა დოლიძემ.
შეგახსენებთ, რომ პრემიერ ღარიბაშვილის განაცხადებით სამთავრობო დელეგაცია სოჭის ოლიმპიადას არ დაესწრება.