თავდაცვის მინისტრის ირაკლი ალასანიას განაცხადებით, პროცესები, რომელიც უკრაინაში მიმდინარეობს საგანგაშოა. როგორც ჟურნალისტებთან ალასანიამ საკითხის კომენტირებისას განაცხადა უკრაინა აუცილებლად გახდება ევროპული ოჯახის წევრი.
,, საქართველოსთვის უკრაინა, რომ სტრატეგიული პარტნიორია და ჩვენ ვართ ყველანი უკრაინის მეგობრები, ეს მე მგონი ცხადად დადასტურდა ყველა მთავრობის პირობებში. მე ვგულშემატკივრობ, როგორც რიგითი ჩემი ქვეყნის მოქალაქე, უკრაინის ევროპულ პერსპექტივას, იმიტომ, რომ ეს არის მთელი რეგიონისათვის მნიშვნელოვანი ქვეყანა. დარწმუნებული ვარ, საბოლოოდ უკრაინა გახდება ევროპული ოჯახის ნაწილი ჩვენთან ერთად. რაც შეეხება, დღეს მიმდინარე მოვლენებს, ეს არის საგანგაშო. ბუნებრივია, ევროპული ქვეყნები, პარტნიორებიც ყველანი გულშემატკივრობენ, რომ მშვიდობით დასრულდეს შიდაპოლიტიკური დაძაბულობა და უკრაინა დაადგეს ევროპული ინტეგრაციის გზას. ჩვენ უკრაინელი ხალხის და ასევე ხელისუფლების გადაწყვეტილებებს პატივს ვცემთ და როგორც არ უნდა დასრულდეს მოლაპარაკებები ევროპასთან, ორმხრივი ურთიერთობები უკრაინასა და საქართველოს შორის განვითარდება მომავალშიც," - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.