ხვალ, 11 მარტს, 12:00 საათზე, დიდი მცხეთის სახელმწიფო მუზეუმში საინფორმაციო-შემეცნებითი სივრცის პრეზენტაცია გაიმართება.
2010 წელს კულტრული მემკვდიერობის სააგენტო რამდენიმე მიმართულებით ერთდროულად იმუშავებს. ძეგლთა რეაბილიტაციის პარალელურად ეროვნული სააგენტოს მთავარი პრიორიტეტი მუზეუმ-ნაკრძალებში თანამედროვე, ინეგრირებული ინფრასტრუქტრის შექმნა-რეაბილიტაცია და საგანამანათლებლო პროექტების განხორციელბა იქნება.
14 მუზეუმ-ნაკრძალში, სადაც სააგნეტოს მენეჯმენტი ვრცელდება, გაიხსნება საინფორმაციო-შემეცნებითი სივრცეები, საიდანაც ქართველი თუ უცხოელი ტურისტები რეგიონის ნაკლებად ცნობილ, თუმცა მნიშვნელოვან კულტურულ-არქეოლოგიური საიტების გაცნობას დაიწყებენ.
მცხეთის მუზეუმ-ნაკრძალის სრული რეაბილიტაციის I ეტაპზე, მცხეთის სახელმწიფო მუზეუმში გახსნილ საინფორმაციო-შემეცნებით სივრცეში ტურისტები, ქვეყნის ეროვნული მნიშვნელობის ძეგლების გარდა, გაეცნობიან რეაგიონის იმ ღირშესანიშნაობებს, რომლებიც საქართველოს როგორც სახელმწიფოს შექმნის ისტორიას ყველაზე უკეთ მოგვითხრობენ.
მცხეთაში ახლადგახსნილი საგანმანათლებლო-შემეცნებითი სივრციდან, კულტრული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით ექსკლუზიური ტურები განხორციელდება და როგორც მოგონების სიმბოლოდ რეგიონის საიმიჯო სუვენირების, ღია ბარათებისა და უახლესი გამოცემების შეძენაც მცხეთის მუზეუმში გახდება შესაძლებელი.