40 ადამიანზე მეტი დაიღუპა ლიბისს ქალაქ საბხაში იარაღის საწყობის აფეთქების გამო. ინფორმაციას ამის შესახებ „ბი-ბი-სი" ავრცელებს.
წინსაწარი ინფორმაციით, აფეთქება მას შემდეგ მოხდა, რაც იარაღის საწყობს ადგილობრივი მცხოვრებლები და აფრიკელი მიგრანტები დაესხნენ თავს. დაჭრილები ადგილობრივ ჰოსპიტალში არიან მოთავსებული.
აღსანიშნავია, რომ ექსპერტების შეფასებით, ქვეყანაში მუამარ კადაფის რეჟიმის ჩამოგდების შემდეგ ხელისუფლება ვერ ახერხებს ქვეყანა თავის კონტროლს დაუქვემდებაროს.