დღეს, 28 ნოემბერს სარემონტო სამუშაოების გამო, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. "თელასის" მიერ გამოქვეყნებული გრაფიკი ასეთია:
ისნის რაიონი
10 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჩოლოყაშვილის ქუჩის, ჩოლოყაშვილის II კვარტლის, ჩოლოყაშვილის III შესახვევის, ბოგდან ხმელნიცკის, სახალხოს, ხევის, ჩარხის და ლერწმის ქუჩების მაცხოვრებლებს.
11 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაზისუბნის III მიკრორაიონის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.
ნაძალადევის რაიონი
10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: შუშის, ბაღნარის და მიმდებარე ქუჩების მაცხოვრებლებს.
ჩუღურეთის რაიონი
11 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის გამზირის (ნაწილობრივ), წინამძღვრიშვილის, ივ. ჯავახიშვილის, მაზნიაშვილის, სუნდუკიანის და ჩიტაიას ქუჩების მაცხოვრებლებს.
სარემონტო სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.