28-29 ნოემბერს, საგარეო საქმეთა მინისტრის მაია ფანჯიკიძის განმარტებით, ვილნიუსის სამიტის პარალელურად დაგეგმილია რამდენიმე მნიშვნელოვანი ღონისძიება. როგორც ფანჯიკიძემ ჟურნალისტებთან განმარტა დაგეგმილია საპარლამენტო ფორუმის, ბიზნეს ფორუმისა და სამოქალაქო საზოგადოების კონფერენციის „აღმოსავლეთ პარტნიორობა: პოლიტიკური გამოწვევები და სამომავლო დღის წესრიგი სამოქალაქო საზოგადოებისთვის" გამართვა.
მასალის გამოყენების პირობები