ნაციონალური მოძრაობის" წევრის შოთა მალაშხია არ გამორიცხავს, რომ ნატომ და ევროკავშირმა უარი Yთქვას საქართველოს მიღებაზე. როგორც მალაშხიამ განმარტა აღნიშნული გადაწყვეტილების ერთ-ერთი მიზეზი ხელისუფლების განცხადებები იქნება.
"ყველა პროცესს რომელიც ხორციელდება საოკუპაციო ხაზის გასწვრივ სჭირდება წინააღმდეგობა, მაგრამ როდესაც საქმე გვაქვს ისეთ განცხადებებთან რომელსაც დღევანდელი ხელისუფლების წარმომადგენლები აკეთებენ გამორიცხული არაფერია. მაგალითად ზაქარეიშვილი პირდაპირ ამბობს, 200-300 მეტრის საზღვრის გადმოწევაზე ომს როგორ დავიწყებთო, ყოფილი პრემიერი და ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ რომ აგვისტოს ომი საქართველომ დაიწყო. ამიტომაც უკრაინის მსგავსად შესაძლოა ქვეყნის შიგნით იყოს ისეთი ვითარება რომ ნატომ და ევროკავშირმა თავად თქვას უარი ჩვენს მიღებაზე", - განაცხადა მალაშხიამ ,,პრაიმ ტაიმის" პრესკლუბში.