საქართველოსთან მიმართებაში უკრაინაში მიმდინარე პროცესები ვილნიუსის სამიტის ვერანაირ გავლენას ვერ მოახდენს, აღნიშნულის შესახებ განცხადება საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ალექსი პეტრიაშვილმა გააკეთა.
პეტრიაშვილის განმარტებით, საქართველო ვილნიუსში ასოცირების ხელშეკრულებისა და თავისუფლების ხელშეკრულების პარაფირებას მოახდენს, როგორც ეს გადაწყვეტილი იყო.
„თავად უკრანის მოვლენებს რაც შეეხება, ჩვენ მიგვაჩნია, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უკრაინასა და ევროკავშირს შორის ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერა მოხდეს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გაგრძელდეს უკრაინის ინტეგრაცია ევროპულ სტრუქტურებში. გადაწყვეტილება მისაღებია უკრაინის ხელისუფლების. ეს არის მათი არჩევანი, სახეზეა უკრაინელი ხალხის არჩევანი და ვიმედოვნებთ, რომ იქნება მოძებნილი კომპრომისული გადაწყვეტილება"- აცხადებს პეტრიაშვილი.