ევროინტეგრაციას ალტერნატივა არ აქვს, - მიჩნევს დიპლომატი, გამოცემა iveria.biz-ის ერთ-ერთი დამფუძნებლი მამუკა გამყრელიძე.
„ევრაზიული კავშირის პერსპექტივები ძალიან ბუნდოვანია და ევროინტეგრაციას ალტერნატივა არ აქვს ხანგრძლივ პერსპექტივაში", - განაცხადა „ჯი-ეიჩ-ენისთვის მიცემულ კომენტარში მამუკა გამყრელიძემ.
მისვე თქმით, თუ უკრაინა და ევროკავშირი ასოცირების ხელშეკრულებას ვერ გააფორმებენ ეს ფიასკო არ იქნება,
„ფიასკო არ იქნება.ეს პროცესია და უბრალოდ დროში მოხდება განგრძობა. ასე რუსეთსაც ელოდებიან ევროპაში. ევროკავშირი არაა უბრალოდ ერთიანი ეკონომიკური სივრცე. ეს უპირველეს ყოვლისა უსაფრთხოებისა და ევროპში ომების თავიდან ასაცილებლად შეიქმნა. სწორედ ამ გადმოსახედიდან უნდა შევხედოთ. რუსეთის დროებით წარმატებას ევროპის ფიასკოს ნუ ვუწოდებთ", - განაცხადა გამყრელიძემ.
გამყრელიძემ აღნიშნა, რომ საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების ხელშეკრულების გაფრომება მეტწილად საქართველოზე იქმება დამოკიდებული.
„ჩვენთან ხელისმოწერა არა ევროპაზე არამედ უპირველეს ყოვლისა საქართველოზეა დამოკიდებული. ის ორაზროვანი პოლიტიკა რასაც საქართველოს მთავრობა ატარებს ხელს არ უწყობს პროცესების დაჩქარებას. პირიქით, მგონია პრაგმატული ევროპელები არ დაიწყებენ ფორსირებას და დაელოდებიან შეხსენებას, სიგნალებს ჩვენგან.უკრაინის პოზიციაც ამჟამად ბოლომდე არაა გარკვეული. როგორც ჩანს მიმდინარეობს აქტიური ვაჭრობის პროცესი", - განაცხადა გამყრელიძემ.