ჩვენმა გუნდმა დაამსხვრია ის მავნე ტრადიცია, როდესაც მთავრობას ჰყავდა გამორჩეული და ხელშეუხებელი მინისტრები, - განაცხადა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლემენტში სიტყვით გამოსვლისას.
"ამ ერთი წლის განმავლობაში წინა მთავრობის თითოეულმა წევრმა დაამტკიცა, რომ კარგად აქვს გაცნობიერებული პარლამენტთან ანგარიშვალდებულება. ჩვენმა გუნდმა დაამსხვრია ის მავნე ტრადიცია, როდესაც მთავრობას ჰყავდა გამორჩეული და ხელშეუხებელი მინისტრები, რომლებიც არაფრად აგდებდნენ პარლამენტს. მინდა დაგარწმუნოთ, რომ ამის საშიშროება აღარ არსებობს - ჩვენ მთლიანად ვაცნობიერებთ, რომ პასუხისმგებელი ვართ ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოსა და, შესაბამისად, ჩვენი ხალხის წინაშე", - განაცხადა ღარიბაშვილმა.