საქართველო მომავალი პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განმარტებით ახალი სამთავრობო გუნდის პროგრამა კოალიციის ოთხწლიან საარჩევნო ვადაში განსახორციელებელ ღონისძიებებს ეფუძნება. როგორც ღარიბაშვილმა დეპუტატების წინაშე მთავრობის ახალი პროგრამის წარდგინებისას განმარტა მთავრობის პოლიტიკის განსაზღვრაში აქტიურ მონაწილეობას მიიღებს საზოგადოება.
,, მთავრობის ახალი პროგრამა ეფუძნება კოალიცია ,,ქართული ოცნების" გაცხადებულ ღირებულებებსა და საარჩევნო პროგრამას. აქვე ხაზი მინდა გავუსვა მას, რომ მთავრობის პროგრამა ეფუძნება კოალიციის ოთხწლიან საარჩევნო ვადაში განსახორციელებელ ღონისძიებებს. ჩვენი გუნდი, ჩვენი მთავრობა გასული ერთი წლის განმავლობაში მთლიანად ეფუძნებოდა ქვეყანაში ახალი დემოკრატიული სტანდარტების დამკვიდრებას და ამისთვის სხვადასხვა მიმართულებით უკვე დაწყებულია რეფორმები. მთავრობის პოლიტიკა დაეფუძნება საქართველოს მოსახლეობის მიერ მკაფიოდ გამოხატულ ინტერესებს, მოქალაქეთა ჩართულობა სამთავრობო პოლიტიკის დაგეგმვისა და რეალიზაციის პროცესში უმთავრესი საფუძველი იქნებეა", _განაცხადა ღარიბაშვილმა.