საქართველოს მომავალი პრემიერის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, კოალიცია ,,ქართულმა ოცნებამ" განვილი ერთი წლის განმავლობაში რთული კოჰაბიტაციის პირობებში მოახერხა მნიშვნელოვანი დაპირისპირების აცილება. როგორც ღარიბაშვილმა საკანონმდებლო ორგანოში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა კოალიციამ ქართველ ხალხთან ერთად მთელს მსოფლიოს დაანახა, რომ მისი ადგილი ცივილიზებული სახელმწიფოების გვერდითაა.
,, გასული ერთი წლის განმავლობაში ძალიან რთული პოლიტიკური ვითარების, კოჰაბიტაციის პირობებში, რომლის პრეცედენტი ჩვენს ქვეყანას არ ჰქონია, ჩვენმა გუნდა შეძლო მნიშვნელოვანი დაპირისპირებისა და ანგარიშსწორების თავიდან აცილება. ეს იყო ჩვენი გუნდის პოლიტიკური ნება და ჩვენ ამას მივაღწიეთ. ამ ერთი წლის განმავლობაში კოალიცია ,,ქართულმა ოცნებამ" ჩვენ ხალხთან ერთად მთელს მსოფლიოს დაანახა, რომ საქართველო არის დემოკრატიული და ევროპული ღირებულებების მქონე ქვეყანა და მისი ადგილი ცივილიზებული სახელმწიფოების გვერდითაა", _განაცახდა ღარიბაშვილმა.
მისივე განმარტებით, ქვეყანამ ევროპული ტიპის არჩევნები ჩაატარა, რომელსაც საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან მაღალი შეფასება მოჰყვა.