საქართველოს ახლად არჩეული პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის ინაუგურაციას ლიტვის პრეზიდენტი, დალია გრიბაუსკაიტე დაესწრება.
დალია გრიბაუსკაიტე საქართველოში გუშინ საღამოს ჩამოვიდა.
ლიტვის პრეზიდენტი შეხვედრებს ქართველ კოლეგასთან და პრემიერ-მინისტრთან გამართავს.
შეხვედრებზე განხილული იქნება ვილნიუსის სამიტის წინა პერიოდი და სამიტზე განსახილველი საკითხები.
საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაციას უცხოეთიდან 53 დელეგაცია დაესწრება.