„აფხაზი მეფეების ცნობილ ტაძრებსა და აფხაზური არქიტექტურული სკოლის ძეგლებს კარგად ვუვლით", _ აცხადებს აფხაზეთის კულტურულ-ისტორიული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვის სამმართველოს ხელმძღვანელი გარიკ სანგულია.
„ჩვენ სპეციალისტები გვყავს, კიდევ უფრო მეტი გვეყოლება. ისინი სწავლობენ აქაც და საზღვარგარეთაც ასე, რომ თუ აქ ასაღელვებელი არის რამე, მღელვარება უნდა გვქონდეს მხოლოდ ჩვენ. რატომ? იმიტომ რომ ეს ჩვენი პასუხისმგებლობაა, ჩვენი ამოცანაა, ჩვენ გვყავს სპეციალისტების ყველა კატეგორია, არის ყველა თანამდებობის პირი, ყველა ისინი ადგილზე არიან, არიან მეთვალყურეები, არიან გადარჩენის საზოგადოებების თავმჯდომარეები, ასე რომ აქ სრული კონტროლია", - აცხადებს სანგულია.
მისივე თქმით, ვიღაცას ეჩვენება რაღაცეები, იმიტომ რომ ის მონაწილე არ არის და მან არ იცის რა და როგორ კეთდება და კეთდება თუ არა საერთოდ.
„როგორც გითხარით, აქ ყველა ადგილზეა იმისათვის, რომ აფხაზი მეფეების ცნობილი ტაძრები, აფხაზური, ნაციონალური კულტურის, აფხაზური არქეოლოგიური ძეგლების და აფხაზური არქიტექტურული სკოლის ძეგლები უყურადღებოდ არ დატოვოს და ჩვენ ვიღაცამ რომ გვასწავლოს ასეთი რა არ მოხდება. კარგა ხანია უკვე ასეთი მდგომარეობა არ არის",_ აცხადებს სანგულია და აღნიშნავს, რომ წინადადებაში აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებული ძეგლების ერთობლივად აღდგენისა ძლიერი პოლიტიკური ქვეტექსტი დევს.
„მგონია, რომ აქ არის ძლიერი პოლიტიკური ქვეტექსტი. ზრუნვა სინამდვილეში ადამიანური გრძნობაა, მაგრამ ჩვენ ის ნაკლები როდი გვაქვს, მეტი გვაქვს. იმ პირობებში როდესაც ჩვენ ერთმანეთს არ ვაღიარებთ, ორი ქვეყანა ერთმანეთს არ აღიარებს, რა შუაში აქ ძეგლები?! ეს საკითხი საერთოდ არ უნდა დგებოდეს. ხალხი ხალხს არ აღიარებს, ერი-ერს, მიმაჩნია, რომ ქვეყანამ ქვეყანა უნდა აღიაროს - წინააღმდეგ შემთხვევაში არაფერი არ იქნება",_ აცხადებს გარიკ სანგულია.