10 ნოემბრის ღამეს, უკრაინული ძალები დრონებით თავს დაესხნენ დროებით ოკუპირებულ ყირიმში მდებარე ნავთობბაზას.
ამის შესახებ უკრაინული მედია უკრაინის შეიარაღებული ძალებზე დაყრდნობით იუწყება.
„10 ნოემბრის ღამეს, სპეციალური ოპერაციების ძალების დანაყოფებმა წარმატებით გაანადგურეს „გვარდეისკის“ ნავთობბაზა ყირიმში, საქსკის რაიონის სოფელ კარერნოეში“, - აღნიშნეს სპეციალური ოპერაციების ძალებმა.
უკრაინულმა დრონებმა იერიში ნავთობბაზის ტერიტორიაზე სატუმბი სადგურზე მიიტანეს.
უკრაინელმა სამხედროებმა განმარტეს, რომ ნავთობბაზა ყირიმში საოკუპაციო ძალებისთვის საწვავის მიწოდებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს. ის ეხმარება რუსული სამხედრო ობიექტების ფუნქციონირებას და აკმაყოფილებს რუსული არმიის სატრანსპორტო საჭიროებებს.