უწყვეტი პროტესტის 348-ე დღეს აქციის მონაწილეები მსვლელობით პარლამენტიდან დაიძრნენ.
მომიტინგეები სკანდირებენ: "ძირს რუსეთის დამპალი იმპერია"; "თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს". პოლიცია აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზაზე გადასვლის უფლებას არ აძლევს. მსვლელობის მონაწილეთა მარშრუტი უცნობია.