ჟურნალისტი ელისო კილაძე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის დავით საგანელიძის და დეპუტატ ელისო ჩაფიძის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელს შეიტანს.
როგორც კილაძემ "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას განმარტა, იგი საგანელიძეს მისი და მისი მედიასაშუალების პატივისა და ღირსების შემლახველი განცხადებების გამო უჩივის და აღნიშნული ზარალის ასანაზღაურებლად ბოდიშის მოხდასთან ერთად, სიმბოლურად, 41 ლარის გადახდას მოითხოვს.
ამასთან, კილაძის თქმით, სარჩელი მისმა იურისტებმა უკვე მოამზადეს და იგი თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს შევა.
"12:00 საათზე თბილისის საქალაქო სასამართლოში ჩემი და ჩემი მედიასაშუალების სახელით შევა სარჩელი უმრავლესობის ლიდერის, დავით საგანელიძის წინააღმდეგ. მოგეხსენებათ, როცა გაზეთში სამხედრო პოლიციის დაზვერვის დეპარტამენტთან საგანელიძის თანამშრომლობის თაობაზე დოკუმენტის ასლი გამოქვეყნდა, მან ოფციალური განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ ეს არის თაღლითური ჯგუფის მიერ მომზადებული დოკუმენტი, მას საერთო არაფერი აქვს ჟურნალისტიკასთან და ეგრედწოდებული ჟურნალისტის, ანუ ჩემი ხსენება ჟურნალისტად ნიშნავს იმას, რომ ჟურნალისტთა კორპუსს შეურაცხყოფა უნდა მიაყენოს. ჩვენმა იურისტებმა მომადეს უკვე სარჩელი და ის ხვალ შევა საგანელიძის წიააღმდეგ. მე მისგან ვითხოვ ბოდიშის მოხდას და სიმბოლურ თანხას, 41 ლარს, რაც ექვვალენტია მისი პარტიის სააარჩევნო ნომრისა,"- განაცხადა ელისო კილაძემ და დასძინა, რომ იგი მომავალ კვირაში საპარლამენტო უმრავლესობის ელისო ჩაფიძის წინააღმდეგ სასამარლოში სარჩელის შეტანას ჩაფიძის მიერ მისი ოჯახის წევრების შეურაცხმყოფელი განცხადებების გაკეთების გამო აპირებს.
"ელისო ჩაფიძემ ერთ-ერთ მედიასაშუალებასთან განაცხადა, რომ მამაჩემი, ჩემი ძმა და ჩემი შვილი არიან ნარკოდანაშაულისათვის ნასამართლევვი და კონკრეტულად, ნარკოტიკების შენახვისათვის. ეს არის იმდენად მძიმე შეურაცხყოფა ჩემი ოჯახისათვის, იმიტომ რომ მამაჩემი 27 წლის წინ გარდაიცვალა, ჩემი ძმა ყოფილი სპორტსმენია და ჩემს შვილთან დაკავშირებით ბადრი პატარკაციშვილის საარჩევნო შტაბში ჩემი მუშაობის დროსაც ვრცელდებოდა არასწორი ინფორმაციები, მაგრამ ეს არ ეხება ნარკოტიკების შენახვას. ამიტომ, ელისო ჩაფიძეს ამ განცხადებების დადასტურება სასმართლოში მოუწევს,"- აღნიშნა ელისო კილაძემ.
რაც შეეხება ელისო კილაძის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ მას სამხედრო პოლიციის დაზვერვის დეპარტამენტთან საპარლამენტო უმრავლესობის წევრების და მმართველი პარტიის რიგი წარმომადგენლების თანამშრომლობის დამადასტურებელი ვიდეო და აუდიო ჩანაწერები აქვს, კილაძის თქმით, მის ხელთ არსებული ყველა მასალა პროკურატურას ახალი მთავრობის დამტკიცებიდან უმოკლეს პერიოდში წარედგინება.
"ველოდები მთავრობის დაკომპლექტებას და ძალოვანი უწყებების ხელმძღვანელი პირების დანიშვნას. იმედი მაქვს, ახალი პროკურატურა ბევრად უფრო ყურადღებით მოეკიდება იმ მასალებს, რომლებიც ქვეყნდებოდა, მათ შორის "ქართული ოცნების" მაღალჩინოსნების კუდ-თან თანამშრომლობის თაობაზე და იმედი მაქვს, რომ ბატონი ფარცხალაძე პრიორიტეტულად მიიჩნევს ამ საქმის გამოძიებას,"- დასძინა კილაძემ.