ჯონდი ბაღათურია პარლამენტის ხელმძღვანელობას თხოვს შექმნას ინტერფრაქციული ჯგუფი, რომელიც მასშტაბური ამინისტიის პროექტზე იმუშავებს.
იგი კვლავ შეეხო იმ ფაქტს რომ ციხეები გადატვირთულია და პატიმრებს უამრავი პრობლემები გააჩნიათ. ხელისუფლების პოლიტიკა კი ამ პრობლემას ვერ მოაგვარებს.
"ძალიან კარგია ის რაც დაიწყო შაშკინმა და ახლა აგრძელებს კალმახელიზე, მაგრამ მინდა ვთქვა, რომ ეს არ არის სამართლიანი გადაწყვეტილება აღნიშნული პრობლემის მოსაგვარებლად" - განაცხადა ბაღათურიამ და დასძინა, რომ ბოლო დროს ქვეყანაში უფრო მეტი ციხე შენდება, ვიდრე სკოლები და ბაგა-ბაღები.
ჯონდი ბაღათურია მიიჩნევს, რომ უმნიშვნელო დანაშაულებებისთვის და ასევე უკანონოდ დღეს ძალიან ბევრი პატიმარი იხდის სასჯელს და აუცილებელია ფართომასშტაბიანი ამინისტიის განხორციელება.
"ქართული დასი მუშაობს ამინისტიის კანონპროექტზე, თუმცა გთხოვთ რომ შექმნათ ჯგუფი პარლამენტში, სადაც შევლენ ფრაქციების წარმომადგენლები და კოორდინაციას გაუწევენ ფართომასშტაბიანი ამინისტიის შესახებ პროექტის შექმნას" - განაცხადაჯონდი ბაღათურიამ.
მის მოთხოვნა პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი მიხეილ მაჭავარიანი გამოეხმაურა და მოუწოდა რომ საკითხი განიხილოს ადამიანის უფლებათა კომიტეტში, თუკი მიიჩნევს რომ ეს არ იქნება საკმარისი, შემდეგ მიმართოს პარლამენტის თავმჯდომარეს ინტერფრაქციული ჯგუფის შესაქმნელად.